This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძემ ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლის კლუბის - „გვირილების“ წევრებს უმასპინძლა და მათ შეკითხვებს უპასუხა. 
მოსწავლეებმა მინისტრს თავიანთი საქმიანობა გააცნეს და ინფორმაცია მიაწოდეს კლუბის შესახებ, რომელიც სკოლის ბაზაზე უკვე ხუთი წელია წარმატებით ფუნქციონირებს.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ყოველთვის მისასალმებელია სკოლებში მსგავსი ინიციატივების განხორციელება, ვინაიდან მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ახალგაზრდებში კომუნიკაციის უნარების, კრიტიკული აზროვნებისა და პროფესიული ორიენტაციის განვითარებას.
ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები უკვე წლებია უძღვებიან საბავშვო გადაცემას “გვირილები”. პატარა ჟურნალისტები სხვადასხვა პროფესიის  წარმომადგენლებს ინტერვიუებს ართმევენ, საზოგადოებას აცნობენ მათ ყოველდღიურობას და პროფესიულ გამოცდილებას, რაც თანატოლებს მომავალი პროფესიის სწორად არჩევაში ეხმარება.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news