This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრთან მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და ცენტრის დირექტორმა იუ იუნფენგმა.
დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოში ჩინური ენის მასწავლებლების
პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, მათთვის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმების განვითარებას, სასწავლო რესურსებისა და გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას.
პარტნიორობის ფარგლებში, თანამშრომლობის კოორდინაციის მიზნით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას. 
მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიება ქალაქ პეკინში, ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრში გაიმართა, სადაც მინისტრმა თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. 
გივი მიქანაძეს ცენტრის წარმომადგენლებმა ჩინური ენის სწავლების პროგრამის პრეზენტაცია წარუდგინეს, რომელიც ხელს უწყობს მსურველებს სხვადასხვა ქვეყნიდან ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეისწავლონ ჩინური ენა. 
ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრში გივი მიქანაძესთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე და სამინისტროსა და საელჩოს წარმომადგენლები.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news