This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძემ საქართველოში UNHCR-ის წარმომადგენელს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელ ანა რიჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მინისტრმა ანა რიჩს საქართველოში მისიის დაწყება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და UNHCR-ს შორის არსებული მრავალწლიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობა. აღინიშნა, რომ განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისა და ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი ხორციელდება.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინკლუზიური განათლების სისტემის გაძლიერებასა და თითოეული ბავშვისთვის სწავლისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა პარტნიორობის გაღრმავებისა და სამომავლო ინიციატივების განხორციელების მზადყოფნა გამოთქვეს.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news