This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ზვიად გაბისონიამ მედიცინაში რადიაციული უსაფრთხოების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში – „მედიცინაში რადიაციული უსაფრთხოებისა და დაცულობის პრობლემატიკა საქართველოში“.
ზვიად გაბისონიამ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა სამედიცინო სკოლებისა და უნივერსიტეტების საერთაშორისო რეიტინგებში პოზიციების გაუმჯობესების მნიშვნელობაზე. 
მინისტრის მოადგილის თქმით, სამედიცინო სფეროში სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, ცოდნის გაზიარება და საერთაშორისო გამოცდილება მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც განათლების, ასევე ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებაში.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით  მიმართეს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ნატროშვილმა, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ირინა იმერლიშვილმა და დარგის ექსპერტებმა როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტებიდან. 
კონფერენციის მონაწილეებმა რადიაციული უსაფრთხოებისა და რადიაციული დაცვის სფეროში არსებულ თანამედროვე ტენდენციებზე, გამოწვევებზე, უახლეს მიღწევებსა და განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
ორდღიანი კონფერენცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, სამედიცინო ფიზიკისა და რადიაციული დაცვის ასოციაციის, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news