This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ზვიად გაბისონია ახალციხის საგამოცდო ცენტრს ეწვია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე  ზვიად გაბისონია მასწავლებელთა გამოცდების მიმდინარეობას ახალციხის N1 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში გაეცნო. 
საგამოცდო ცენტრში მინისტრის მოადგილესთან ერთად იმყოფებოდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მიხეილ დარახველიძე.
საქართველოს მასშტაბით სრულ მზადყოფნაშია 24 საგამოცდო ცენტრი. ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და შესაბამისი ინვენტარით.
2026 წელს საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე 29 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა. ისინი გამოცდებში 5 ივლისს ჩაერთნენ. ახალციხის საგამოცდო ცენტრში უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდას  დღეს  230 გამოსაცდელი აბარებს. ხოლო, ქვეყნის მასშტაბით, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე სულ 3600-მდე აპლიკანტი გადის. მასწავლებლის გამოცდები 29 ივლისს დასრულდება.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news