ბაია კვიციანმა ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

ბაია კვიციანმა მასწავლებლებს მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობისა და განათლების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, პედაგოგების პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და საქმისადმი ერთგულება მომავალი თაობების აღზრდისა და განათლების სისტემის განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია.

დაჯილდოების ღონისძიებებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის, გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ინიციატივის მიზანია მასწავლებელთა მრავალწლიანი საქმიანობისა და პროფესიული ღვაწლის დაფასება, ასევე განათლების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილის აღიარება.

LATEST NEWS

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ახალციხეში მეცნიერების რეგიონულ ფესტივალს დაესწროსაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ მეცნიერების რეგიონულ ფესტივალს დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
All news