თამარ მახარაშვილმა ჩუღურეთის რაიონის სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა ჩუღურეთის რაიონის სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
პედაგოგებს მადლობის სიგელებთან ერთად სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.
თამარ მახარაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს გაწეული ღვაწლისა და საგანმანათლებლო პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
პედაგოგებს საპატიო პრიზები ასევე გადასცეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, მასწავლებელთა მრავალწლიანი ნაყოფიერი შრომის დაფასების მიზნით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში ხორციელდება.


