This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ზვიად გაბისონიამ ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია გერმანიაში ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ ლუდგერ სანტესს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ზაარლანდის უნივერსიტეტს შორის მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და სამომავლო პარტნიორობის გაფართოების პრიორიტეტებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმაგი დიპლომის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების საკითხს. აღინიშნა, რომ მსგავსი პროგრამები ხელს შეუწყობს სტუდენტთა საერთაშორისო მობილობას, საქართველოსა და გერმანიის უნივერსიტეტებს შორის აკადემიური კავშირების გაძლიერებას და ქართველი სტუდენტების ინტერესის ზრდას გერმანული ენისა და გერმანიის აკადემიური სივრცის მიმართ.

საუბარი ასევე შეეხო შედარებითი სამართალმცოდნეობისა და ტრანსფორმაციული პროცესების კვლევის მიმართულებებით ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს.

მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, გააგრძელონ აკადემიური ურთიერთობების გაღრმავება და ხელი შეუწყონ განათლებისა და მეცნიერების სფეროებში ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქ მინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსული გიორგი ხუბუა; გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ცენტრის პროექტების მენეჯერი, პროფესორი ნიკოლაუს მარში; გერმანისტიკის მიმართულების მეცნიერ-თანამშრომელი, დოქტორი ანდრეი გირენკო; დოქტორი ელიზაბეთ ვენორი და დოქტორი ლენა მიტერმიულერი.

LATEST NEWS

გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა. გივი მიქანაძემ გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების კუთხით ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ოლიმპიადის პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ 49 მონაწილეს სასაჩუქრე ბარათები და შესაბამისი დიპლომები გადაეცა. 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა 19 600-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო, რომელთაგან მეორე ტურში 7 800-ზე მეტი გადავიდა. მესამე, დასკვნით ტურში კი 600-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. გამოვლინდა საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეთა ათეული თითოეულ საგანსა და შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაში. ოლიმპიადის გამარჯვებულებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ იმ გუნდების წევრები, რომლებიც საქართველოს სახელით საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობდნენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ადმინისტრირებით, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ჩატარდა შემდეგ საგნებში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართულ ენაში (არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის), მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და უცხოურ ენებში. ოლიმპიადა ჩატარდა ინფორმატიკაშიც, საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებისა და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაციის მიერ.
All news