ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ზვიად გაბისონიამ ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია გერმანიაში ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ ლუდგერ სანტესს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ზაარლანდის უნივერსიტეტს შორის მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და სამომავლო პარტნიორობის გაფართოების პრიორიტეტებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმაგი დიპლომის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების საკითხს. აღინიშნა, რომ მსგავსი პროგრამები ხელს შეუწყობს სტუდენტთა საერთაშორისო მობილობას, საქართველოსა და გერმანიის უნივერსიტეტებს შორის აკადემიური კავშირების გაძლიერებას და ქართველი სტუდენტების ინტერესის ზრდას გერმანული ენისა და გერმანიის აკადემიური სივრცის მიმართ.

საუბარი ასევე შეეხო შედარებითი სამართალმცოდნეობისა და ტრანსფორმაციული პროცესების კვლევის მიმართულებებით ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს.

მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, გააგრძელონ აკადემიური ურთიერთობების გაღრმავება და ხელი შეუწყონ განათლებისა და მეცნიერების სფეროებში ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქ მინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსული გიორგი ხუბუა; გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ცენტრის პროექტების მენეჯერი, პროფესორი ნიკოლაუს მარში; გერმანისტიკის მიმართულების მეცნიერ-თანამშრომელი, დოქტორი ანდრეი გირენკო; დოქტორი ელიზაბეთ ვენორი და დოქტორი ლენა მიტერმიულერი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.
ყველა სიახლე