ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვა.

„გულითადად გილოცავთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სწავლის დამთავრებას. თქვენი შრომით, შემართებითა და ძალიან დიდი ძალისხმევით დამსახურებულად მოიპოვეთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის საპატიო სტატუსი.

მჯერა, უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას წარმატებით გამოიყენებთ პროფესიულ საქმიანობაში, ღირსეულად გააგრძელებთ წინსვლას და თქვენს წვლილს შეიტანთ ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და გაძლიერებაში.

ახლა თქვენთვის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. გისურვებთ, რომ ეს გზა სავსე იყოს საინტერესო შესაძლებლობებითა და პროფესიული მიღწევებით. არასოდეს დაკარგოთ ცოდნის მიღების სურვილი, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა და სწრაფვა უკეთესი მომავლისკენ.

დღეს ყველას ძალიან გვეამაყება საქართველოში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის არსებობა — თანამედროვე კამპუსით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესორ-მასწავლებლებით.

მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნივერსიტეტის დაფუძნება და შემდგომ მისი სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა არა მხოლოდ უმნიშვნელოვანესი საქველმოქმედო საქმე, არამედ საკუთარი ქვეყნისა და მომავალი თაობებისადმი უდიდესი პატრიოტიზმისა და პასუხისმგებლობის გამოხატულებაა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხური წელს 250-მდე სტუდენტმა დაასრულა, ორ საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამას კი პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს.

საზეიმო ცერემონია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა და რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა გახსნა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო TUM-ის ემერიტუს პრეზიდენტმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტმა, პროფესორმა ვოლფგანგ ა. ჰერმანმა, რომელმაც რექტორთან და სკოლების დეკანებთან ერთად კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო ორგანოს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გალა-კონცერტით დასრულდა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.ზვიად გაბისონიამ ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია გერმანიაში ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ ლუდგერ სანტესს შეხვდა.გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.
ყველა სიახლე