This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მინისტრის მოადგილემ პარტნიორებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ერთობლივი მუშაობის ძირითადი პრიორიტეტებია 2030 წლისთვის სასწავლო შედეგების გაუმჯობესება, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სერვისების განვითარება და ქალაქსა და სოფელს შორის უთანასწორობის შემცირება.

ბაია კვიციანმა განათლების სისტემაში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო შეფასების PISA 2025-ის შედეგებზე. მისი თქმით, საქართველომ სამივე კომპონენტში მნიშვნელოვანი წინსვლა აჩვენა, ხოლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში პროგრესის თვალსაზრისით მონაწილე ქვეყნებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა.

მინისტრის მოადგილემ ასევე მიმოიხილა ინკლუზიური განათლების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, სახელმწიფო დაფინანსების ზრდა, საბავშვო ბაღებში ინკლუზიური განათლების ახალი ეროვნული მოდელის პილოტირება და სკოლებში საჭიროებებზე დაფუძნებული დაფინანსების სისტემის დანერგვა.

UNICEF-ის წარმომადგენელმა, იზაბელა კასტროჯოვანმა, დადებითად შეაფასა ორმხრივი თანამშრომლობის შედეგები და გამოხატა მზადყოფნა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის ჩარჩოს განხორციელების პირველი წლის ძირითად შედეგებზე, არსებულ გამოწვევებსა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებზე.

შეხვედრას საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა და გაეროს სააგენტოების (UN Women, UNFPA, UNHCR, WHO, UNOPS) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

LATEST NEWS

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
All news