This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

 

საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი პრიზი ათ ღვაწლმოსილ პედაგოგს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გადასცა.

 

მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს და მომავალი თაობების აღზრდაში პედაგოგთა როლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

 

2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულები არიან:

 

·      ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი, ელისო აბრამიშვილი;

·      თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის №3 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი, მირანდა ხაჯიშვილი;

·      ლევან გოთუას სახელობის ქალაქ რუსთავის №17 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნინო ლარცულიანი;

·      ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ სენაკის №2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნარგიზი თავართქილაძე;

·      თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ცისანა დოლიძე;

·      ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი, გვანცა ჭაბუკიანი;

·      აფხაზეთის №5 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი, რუსუდან ლომთაძე;

·      ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი, მზიური შავაძე;

·      ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის, მასწავლებელი, იამზე მსხვილიძე;

·      ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი, დავით ნიშნიანიძე.

 

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების ღონისძიება საზეიმო კონცერტით დაიხურა.

 

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული დღე 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით დაწესდა.

 

ამ თარიღთან დაკავშირებით უკვე მეოთხე წელია გამორჩეულ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია: სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო – 10 000 ლარი.

LATEST NEWS

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
All news