გივი მიქანაძემ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „AIMCare 2026“-ის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ თბილისში პირველ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ (AIMCare 2026) მიიღო მონაწილეობა.

სიტყვით გამოსვლისას გივი მიქანაძემ მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებსა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტმა რამაზ კუკულაძემ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ნატროშვილმა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა.

კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია. მისი მოხსენების თემა იყო „ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი რეგულირების ასპექტები“.

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ ხელოვნური ინტელექტის როლს თანამედროვე მედიცინაში, სამედიცინო დიაგნოსტიკასა და თერაპიულ ჩარევებში. ყურადღება დაეთმობა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას სამედიცინო განათლებაში, პროფესიულ მომზადებასა და კლინიკური პრაქტიკის მართვაში, აგრეთვე ტექნოლოგიების უსაფრთხო და პასუხისმგებლიან გამოყენებას.

კონფერენციის პროგრამა მოიცავს მოხსენებებს, სამეცნიერო პრეზენტაციებსა და თემატურ დისკუსიებს. მასში მონაწილეობენ მედიცინის, ჯანდაცვისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები, მკვლევრები, კლინიცისტები, ინჟინრები, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და დარგის ექსპერტები.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ალტე უნივერსიტეტის პარტნიორობით გამართული საერთაშორისო კონფერენციის მიზანია გამოცდილების გაზიარება, დარგთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება და სამედიცინო განათლებასა და პრაქტიკაში ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო და ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობა.

კონფერენცია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

LATEST NEWS

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს (YÖK) ერთობლივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართასტამბოლში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს (YÖK) ერთობლივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.ზვიად გაბისონიამ სტამბოლში გამართული საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ სტამბოლში გამართული საერთაშორისო ფორუმის – „Going Global 2026“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გამართა.გივი მიქანაძემ გერმანიის ელჩთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან, ბარბარა ფოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
All news