ბაია კვიციანი უზბეკეთში ინოვაციების საერთაშორისო კვირეულს — InnoWeek 2026-ს დაესწრო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გამართულ ინოვაციების საერთაშორისო კვირეულში — InnoWeek 2026-ში მიიღო მონაწილეობა.

კვირეულის გახსნის ოფიციალურ ღონისძიების შემდეგ ბაია კვიციანმა უზბეკეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილე ოიბეკ იულდაშევთან და მონაწილე ქვეყნების განათლებისა და მეცნიერების მინისტრების მოადგილეებთან ერთად საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

მინისტრის მოადგილე ასევე გაეცნო საგამოფენო სივრცეებში წარმოდგენილ სიახლეებს და შეხვედრები გამართა ცენტრალური აზიის ქვეყნების განათლებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლებთან.

InnoWeek 2026 საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების წარმოჩენასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება.

LATEST NEWS

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს (YÖK) ერთობლივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართასტამბოლში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს (YÖK) ერთობლივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.ზვიად გაბისონიამ სტამბოლში გამართული საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ სტამბოლში გამართული საერთაშორისო ფორუმის – „Going Global 2026“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გამართა.გივი მიქანაძემ გერმანიის ელჩთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან, ბარბარა ფოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
All news