This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

თამარ მახარაშვილი იტალიური ენის მსოფლიო კვირეულის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი იტალიური ენის ოცდამეექვსე მსოფლიო კვირეულის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სასკოლო საფეხურის მოსწავლეთა საუკეთესო ნამუშევრები, მუსიკალური ნომრები და იტალიურ ენაზე მომზადებული საპროექტო პრეზენტაციები. ასევე, დაჯილდოვდნენ კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები.

იტალიური ენის მსოფლიო კვირეული სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს მასშტაბით 65 სკოლაში გაიმართა და მასში 9 000-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, იტალიის საელჩოს ძალისხმევითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და იტალიური განათლების ცენტრ MINERVA-ს თანამშრომლობით, საქართველოს სკოლებში იტალიური ენის, როგორც მეორე და მესამე უცხოური ენის, სწავლება დაიწყო.

ინიციატივა ხელს უწყობს სკოლებში იტალიური ენის სწავლების განვითარებას, მოსწავლეთა ენობრივი და შემოქმედებითი კომპეტენციების გაძლიერებას, ასევე საქართველოსა და იტალიას შორის საგანმანათლებლო და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებას.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონომ, იტალიური განათლების ცენტრ MINERVA-ს პრეზიდენტმა ჯოვანი ჯაკომანტონიომ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

LATEST NEWS

გივი მიქანაძემ ქვემო ქართლის ღვინის ფორუმში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქვემო ქართლის ღვინის ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა.სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართაზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე უწყებათაშორისი კოორდინაციისა და კონსულტაციის მიზნით შექმნილი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლობით პროგრამა „ფინანსური განათლების ავტობუსი“ განხორციელდებასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ეროვნული ბანკის თანამშრომლობით განხორციელდება პროგრამა „ფინანსური განათლების ავტობუსი“, რომლის მიზანია მოსწავლეებისა და მასწავლებლების ფინანსური წიგნიერების ამაღლება.
All news