This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ 2026 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ 2026 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა გახსნა.

მინისტრის მოადგილემ მაღალმთიან და ბარის შორეულ სოფლებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის ხარისხიან ზოგად განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და პროგრამაში ჩართულ მასწავლებლებს მაღალი პასუხისმგებლობისა და თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მიღწევები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე კონსულტანტ-მასწავლებლებმა სტუმრებს საკუთარი საქმიანობის, წარმატებული პრაქტიკისა და მიღწეული შედეგების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს. ასევე, გაიმართა პროგრამის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა და თეატრალური წარმოდგენა ფასანაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით.

2026 წლის მდგომარეობით, პროგრამაში ჩართულია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული 13 საგნობრივი მიმართულების 134 კონსულტანტ-მასწავლებელი. ისინი საქართველოს 10 რეგიონის 24 მუნიციპალიტეტის 80 საჯარო სკოლაში მუშაობენ.

საქართველოს რეგიონების მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში საგნობრივი დეფიციტის შესავსებად და სასწავლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში მიმდინარე კონკურსის შედეგად დამატებით 80 მასწავლებელი შეირჩევა.

შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები, პროგრამაში ჩართული საჯარო სკოლების დირექტორები და კონსულტანტ-მასწავლებლები.

LATEST NEWS

გივი მიქანაძემ ქვემო ქართლის ღვინის ფორუმში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქვემო ქართლის ღვინის ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა.სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართაზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე უწყებათაშორისი კოორდინაციისა და კონსულტაციის მიზნით შექმნილი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.თამარ მახარაშვილი იტალიური ენის მსოფლიო კვირეულის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწროსაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი იტალიური ენის ოცდამეექვსე მსოფლიო კვირეულის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
All news