This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის №1 საჯარო სკოლის ახალი შენობა დაათვალიერა.

გივი მიქანაძე სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა, ახალი სკოლის მშენებლობის დასრულება მიულოცა და სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

არიფ ალიევის სახელობის სოფელ ტალავერის №1 საჯარო სკოლის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

სკოლის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულებულია და ამჟამად საზედამხედველო ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორება მიმდინარეობს.

შენობაში განთავსებულია საკლასო ოთახები, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და სასადილო სივრცე.

სკოლის ტერიტორიაზე ასევე მოწყობილია ღია, ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედანი და გარე სივრცეები.

ახალი სკოლის შენობა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, უსაფრთხოების ნორმებს და ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

მინისტრთან ერთად ახალ სკოლაში იმყოფებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით შერაზადიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ ბერლინში ZEISS-ის ინოვაციების სამიტში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიის დედაქალაქ ბერლინში კომპანია ZEISS-ის ინოვაციების სამიტში მიიღო მონაწილეობა.პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ 2026 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართამასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ 2026 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა გახსნა.გივი მიქანაძემ ქვემო ქართლის ღვინის ფორუმში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქვემო ქართლის ღვინის ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა.
All news