გივი მიქანაძემ კორეის ელჩთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰიონდუ კიმთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

გივი მიქანაძემ ელჩს კორეაში დაგეგმილი სამუშაო ვიზიტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის ფარგლებში მინისტრი კორეის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მიწვევით ხელოვნური ინტელექტის თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

მინისტრის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პარტნიორობის გაღრმავებას.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ერთობლივი ინოვაციური ICT ინტეგრირებული საკლასო ოთახის პროექტზე, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მასწავლებელთა ციფრული კომპეტენციების გაძლიერებას.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.

LATEST NEWS

გივი მიქანაძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საქართველოში ჩინეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ტაი ჩუნიუნგს შეხვდა.საქართველოსა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტების რექტორთა პირველი კონფერენცია გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს ორგანიზებით, საქართველო–აზერბაიჯანის რექტორთა კონფერენცია გაიმართა.საქართველოს პარლამენტმა მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატებს უმასპინძლასაქართველოს პარლამენტში 2023-2026 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღების ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news