News
This article is available in Georgian only. The Ministry publishes news in Georgian; an English translation is not available.

გიორგი ამილახვარმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, ალი ქან ორბაისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა და მასთან განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა.
გიორგი ამილახვარმა ჰარვარდის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან საგარეო ურთიერთობების საკითხებში შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ჰარვარდის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობების საკითხებში მარკ ელიოტს უმასპინძლა.
გიორგი ამილახვარმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სკოლის მოსწავლეებს პირადად მიულოცა
1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი თბილისის მე-200 საჯარო სკოლას ეწვია.
გიორგი ამილახვარი: „ვეცდები, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს თანასწორ და უსაფრთხო გარემოში ჰქონდეთ ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს.
გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით პროფესიული უნარების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით პროფესიული უნარების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა პროფესიულ განათლებაში მიმდინარე უახლესი პროცესების – განვითარების შეფასების ანგარიშისა და შრომის ბაზრის პროგნოზირების ძირითადი მიგნებების გაზიარებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოს შორის თანამშრომლობა გრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, გრძელდება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც 2023 წლიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველო 90 სტუდენტს მიიღებს სამ ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე: კომპიუტერული მეცნიერება, კომპიუტერული ინჟინერია და სამოქალაქო ინჟინერია.
გიორგი ამილახვარმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოს მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოს ორგანიზებით მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიიღო. ღონისძიებას ესწრებოდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური დელეგაცია, რომელსაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტი ადელა დე ლა ტორე ხელმძღვანელობდა.
გიორგი ამილახვარმა პროფესიული კოლეჯების დირექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საჯარო და კერძო პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
გიორგი ამილახვარმა მასწავლებელთა მორიგ ჯგუფს უმასპინძლა და მათ კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია პირადად მიაწოდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მასწავლებლებთან მორიგი შეხვედრა გამართა, მოისმინა მათი მოსაზრებები სკოლებში არსებული გამოწვევების შესახებ და პედაგოგებს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების არსი და მიზნები განუმარტა.
გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მერვე სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორებმა და სხვა წარმომადგენლებმა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის ღონისძიება
რუსთაველის ეროვნული თეატრის დარბაზში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის მეოთხე ნაკადის კურსდამთავრებულების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გელა გელაძემ მიიღო.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2023 წლის 22 მაისს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
აზერბაიჯანის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტებში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრ ემინ ამრულაევისა და აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის (ADA Universiteti) რექტორ ჰაფიზ პაშაევისა საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ჰეიდარ ალიევის‘‘ სახელობის განახლებული აუდიტორიის საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართა.
გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად მეთორმეტეკლასელებს სკოლის დასრულება მიულოცა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრთან, ემინ ამრულაევთან ერთად, თბილისის 73-ე საჯარო სკოლას ეწვია.
გიორგი ამილახვარი მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.
გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრ ემინ ამრულაევს, აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის (ADA Universiteti) რექტორ ჰაფიზ პაშაევსა და დელეგაციის სხვა წევრებს უმასპინძლა.
გიორგი ამილახვარი მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი ლიეტუველი პროფესორის ვიდას კავალიუსკასის გარდაცვალების გამო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მწუხარებას გამოთქვამს ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელის, ენათმეცნიერის, სტუ-ის საპატიო დოქტორის, ვილნიუსის ბიზნესკოლეგიის პროფესორ ვიდას კავალიუსკასის გარდაცვალების გამო
თამარ მახარაშვილმა სასკოლო კონკურსის „ჩემი პირველი ქართული როლი‘‘ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა
სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორების მოსწავლეებისთვის ქართულენოვანი თეატრალური კომპოზიციების კონკურსი „ჩემი პირველი ქართული როლი“ ჩაატარა. კონკურსში გამარჯვებული გუნდების დაჯილდოების ცერემონია თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა მიიღო.
გიორგი ამილახვარმა გერმანიის ელჩთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან, პეტერ ფიშერთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა მიმდინარე ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები, თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა
2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შეიცვალა.No news found.