News
This article is available in Georgian only. The Ministry publishes news in Georgian; an English translation is not available.

სკოლებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების კუთხით სტაბილური ვითარებაა
ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით თანდათან იკლებს დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რიცხვი. ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 89 სკოლა და 398 ცალკეული კლასი.
ორხან მამედოვი – ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი
პროფესიით იურისტ ორხან მამედოვს მასწავლებლობა მშობლიური კუთხის სიყვარულმა გადააწყვეტინა. სოფელ საბირქენდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ქართულ ენას ის 4 წელია ასწავლის. „მასწავლებლობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემმა თანასოფლელებმა ქართული ენა იცოდნენ, მინდოდა მათთვის უფრო ახლოდან დამენახებინა ქართული ენის საჭიროება“, - აცხადებს გულისხმიერი პედაგოგი, რომელიც სწორედ ქართულის ენის მხარდამჭერ პროექტში ჩართვის შემდეგ დარწმუნდა, რომ სახელმწიფო ენის შესწავლის კუთხით სოფელში გამოწვევები არსებობს.
ნინო შალამბერიძე – უფროსი სპეციალური მასწავლებელი
სასწავლო პროცესის მართვა და ცოდნის გაზიარებიდან მიღებული დადებითი ემოციები ნინო შალამბერიძისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა მომავალი ცხოვრება ინკლუზიურ განათლებასთან, კერძოდ კი, სპეციალური მასწავლებლის პროფესიასთან დაეკავშირებინა.
მიხეილ ჩხენკელი ბელგიაში ადრონული თერაპიის ცენტრისთვის ციკლოტრონების აწყობის პროცესს გაეცნო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბელგიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ კომპანიას “IBA” ეწვია, სადაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრისთვის ორი ციკლოტრონის აწყობა მიმდინარეობს. მინისტრი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარესთან ნიკოლოზ ჩხეტიანთან და პროექტებისა და ოპერაციების დირექტორ ვახტანგ ცაგარელთან ერთად ციკლოტრონების აწყობის პროცესს ადგილზე გაეცნო.
წალენჯიხაში 150 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა აშენდა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის N4 საჯარო სკოლა აშენდა. სკოლის შენობა 150 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
პრაქტიკოს მასწავლებლებთან დაკავშირებით მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში ცვლილებები შედის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრაქტიკოს მასწავლებლებთან დაკავშირებით ცვლილებები შეაქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში.
მიხეილ ჩხენკელმა ევროპული ასოციაცია COST-ის დირექტორთან საქართველოს სრულად გაწევრიანების საკითხი განიხილა
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევროპული ასოციაცია COST-ის დირექტორთან რონალდ დე ბრუინთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ევროპულ ასოციაცია COST-ში საქართველოს სრულად გაწევრიანების, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში საქართველოს მონაწილეობის საკითხები განიხილეს.
მიხეილ ჩხენკელმა კვლევებისა და ინოვაციების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელებთან Horizon Europe-ის პროგრამისა და განათლების მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრა გამართა კვლევებისა და ინოვაციების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან ჟან-ერიკ პაკესთან და მასთან ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში ასოცირების საერთაშორისო შეთანხმების გაფორმებისა და განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
მიხეილ ჩხენკელმა ევროკომისარ მარია გაბრიელთან განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინოვაციის, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარ მარია გაბრიელთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში საქართველოს მონაწილეობისა და განათლების და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
მიხეილ ჩხენკელმა ბრიუსელში Horizon Europe-ში ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას მოაწერა ხელი
საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას ბრიუსელში საზეიმოდ მოეწერა ხელი.
2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიისა და 2022-2023 წლების სექტორული სამოქმედო გეგმების საჯარო კონსულტაციების პროცესი დაიწყო
2019 წლის 20 დეკემბრის საქართველოს მთავრობის N629 დადგენილებით დამტკიცებული „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის“ შესაბამისად, შემუშავდა 2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიისა და 2022-2023 წლების სექტორული სამოქმედო გეგმების პროექტები, რომელთა საჯარო კონსულტაციების პროცესი დაიწყო.
მიხეილ ჩხენკელმა NATO-ს მთავარ მეცნიერთან ბრაიან უელსთან განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა NATO-ს მთავარ მეცნიერთან (NATO Chief Scientist) და NATO-ს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის საბჭოს (STO) თავმჯდომარესთან, დოქტორ ბრაიან უელსთან შეხვედრა გამართა.
დალი ოსეფაშვილი – ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი
„სკოლებში, სადაც ქართული, როგორც მეორე ენა ისწავლება, მასწავლებლის პასუხისმგებლობა განსაკუთრებულად დიდია“, – მიიჩნევს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი დალი ოსეფაშვილი, რომლისთვისაც საკლასო ოთახი სულ სხვა სამყაროა. ცდილობს, თავი თითოეული მოსწავლის ადგილზე წარმოიდგინოს. აცნობიერებს, რომ თითოეულ მის ფრაზას თუ ქცევას ბავშვებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ნანა კუკუნაშვილი – უფროსი სპეციალური მასწავლებელი
ნანა კუკუნაშვილი 10 წლის განმავლობაში თელავის ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სკოლა-ინტერნატში აღმზრდელ-მასწავლებლად მუშაობდა. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებზე ზრუნვა და მათი მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის პედაგოგის ყოველდღიურ საქმიანობას წარმოადგენდა. სირთულეების მიუხედავად, გადაწყვიტა დაგროვილი გამოცდილება საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გაეზიარებინა და გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ მუშაობა თელავის N4 სკოლაში სპეციალურ მასწავლებლად დაიწყო.
სკოლებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ სტაბილურია
გასული ერთი კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით შემცირდა დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რიცხვი. ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 108 სკოლა და 369 ცალკეული კლასი.
მიხეილ ჩხენკელმა უნგრელ კოლეგასთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ადამიანური რესურსების მინისტრთან მიკლოშ კაშლერთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა და მასთან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა. აღსანიშნავია, რომ უნგრეთის ადამიანური რესურსების სამინისტრო განათლების საკითხებს ფარავს.
სოფელ ბენარაში ახალი სკოლა აშენდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარაში 150 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდა.
საქათველოსა და მაკედონიას შორის აკადემიური თანამშრომლობა ფართოვდება
განათლების სფეროში ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სკოპიეს უნივერსიტეტის ამერიკულ კოლეჯს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ეკატერინე დგებუაძე ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი პროექტის შედეგებს გაეცნო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, საქართველოში ბულგარეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ილია ნაჩევი, ნორვეგიის ელჩის მოადგილე მარკო სოლდიჩი და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი რუსთავის N17 საჯარო სკოლას ეწვივნენ.
მიხეილ ჩხენკელმა პროფესორ შაბთაი ცურს კავკასიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება პირადად მიულოცა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი კავკასიის უნივერსიტეტში პროფესორ შაბთაი ცურისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიას დაესწრო და საპატიო წოდების მიღება მას პირადად მიულოცა.No news found.