News
This article is available in Georgian only. The Ministry publishes news in Georgian; an English translation is not available.

სკოლებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირებულია
ბოლო კვირის მონაცემებით, სკოლებში კოვიდვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირებულია. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებლების 0.5%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.2%-ს დაუდასტურდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი მეცნიერის, ენრიკო გაბიძაშვილის გარდაცვალების გამო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი მეცნიერის, ენრიკო გაბიძაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი მეცნიერის, ენრიკო გაბიძაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს.
სოფიო ძიგრაშვილი – უფროსი სპეციალური მასწავლებელი
სოფიო ძიგრაშვილი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების უფლებების დაცვისთვის 2008 წლიდან თანამშრომლობდა საჯარო სკოლებთან. 2019 წლიდან კი თავად დაიწყო მუშაობა ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში სპეციალურ მასწავლებლად, რამაც უფრო ნათლად დაანახა მოსწავლეების საჭიროებები და ინკლუზიური განათლების მნიშვნელობა.
მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში Horizon Europe-ის ეროვნული ოფისის დაფუძნების ღონისძიება გახსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის ეროვნული ოფისის დაფუძნების ღონისძიება გახსნა.
საქართველოში Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი დაფუძნდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის ეროვნული ოფისის დაფუძნების ღონისძიება გახსნა.
პროექტის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ მასშტაბები ფართოვდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს პარტნიორობით საგანმანათლებლო პროექტის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ პილოტირების პროცესში დამატებით 18 ბენეფიციარი ჩაერთო.
ნუნუ მიცკევიჩმა კატარის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა
კატარის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა კატარის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ჰასსან რაშიდ ალ დერჰამთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
Erasmus+ პროფესიული განათლებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
პროფესიული განათლება ევროპული განათლების სივრცის ნაწილი ხდება. აღნიშნულთან დაკავშირებით Erasmus+ საქართველოს ეროვნულმა ოფისმა პროფესიული სასწავლებლებისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის საინფორმაციო სემინარი ჩაატარა.
ნუნუ მიცკევიჩმა კატარის სახელმწიფოს განათლებისა და უმაღლესი განათლების მინისტრის მოადგილესთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა
კატარის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა შეხვედრა გამართა კატარის სახელმწიფოს განათლებისა და უმაღლესი განათლების მინისტრის მოადგილესთან იბრაჰიმ ალ ნუაიმისთან. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები.
თამარ ქიტიაშვილი დარგობრივი უნარების გაერთიანების „აგრო დუოს“ საქმიანობის ანგარიშს გაეცნო
პროფესიული უნარების სააგენტოს ეფექტიანი მართვის ახალი მოდელის დანერგვის შესაძლებლობებზე და დარგობრივი უნარების ორგანიზაცია „აგრო დუოს“ საქმიანობის ფორმალიზებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ნუნუ მიცკევიჩმა განათლების მსოფლიო ინოვაციების სამიტში მიიღო მონაწილეობა
კატარის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა განათლების მსოფლიო ინოვაციების სამიტის მიერ ორგანიზებულ მინისტრთა მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც წელს მეათედ იმართება.
თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდმა წარმატებული სტუდენტები დააჯილდოვა
თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდმა 2021 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული უმაღლესი შეფასებებით ჩარიცხული სტუდენტები დააჯილდოვა.
მიხეილ ჩხენკელმა გრიგოლ ფერაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია დისტანციურად გახსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გრიგოლ ფერაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია დისტანციურად გახსნა, რომელიც ვარშავის უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთმცოდნეობის ცენტრის ორგანიზებით წელს მეჩვიდმეტედ იმართება.
მასწავლებლებისა და მოსწავლეების მხარდაჭერის მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ლიბერთისთან მემორანდუმი გააფორმა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ლიბერთის შორის მასწავლებლებისა და მოსწავლეების მხარდაჭერის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ და ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა მოაწერეს.
მიხეილ ჩხენკელმა ლუვენის უნივერსიტეტის რექტორთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების საკითხები განიხილა
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ლუვენის უნივერსიტეტის რექტორთან ლუკ სელსთან შეხვედრა გამართა და მასთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების საკითხები განიხილა.
სკოლებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების კუთხით სტაბილური ვითარებაა
ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით თანდათან იკლებს დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რიცხვი. ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 89 სკოლა და 398 ცალკეული კლასი.
ორხან მამედოვი – ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი
პროფესიით იურისტ ორხან მამედოვს მასწავლებლობა მშობლიური კუთხის სიყვარულმა გადააწყვეტინა. სოფელ საბირქენდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ქართულ ენას ის 4 წელია ასწავლის. „მასწავლებლობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემმა თანასოფლელებმა ქართული ენა იცოდნენ, მინდოდა მათთვის უფრო ახლოდან დამენახებინა ქართული ენის საჭიროება“, - აცხადებს გულისხმიერი პედაგოგი, რომელიც სწორედ ქართულის ენის მხარდამჭერ პროექტში ჩართვის შემდეგ დარწმუნდა, რომ სახელმწიფო ენის შესწავლის კუთხით სოფელში გამოწვევები არსებობს.
ნინო შალამბერიძე – უფროსი სპეციალური მასწავლებელი
სასწავლო პროცესის მართვა და ცოდნის გაზიარებიდან მიღებული დადებითი ემოციები ნინო შალამბერიძისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა მომავალი ცხოვრება ინკლუზიურ განათლებასთან, კერძოდ კი, სპეციალური მასწავლებლის პროფესიასთან დაეკავშირებინა.
მიხეილ ჩხენკელი ბელგიაში ადრონული თერაპიის ცენტრისთვის ციკლოტრონების აწყობის პროცესს გაეცნო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბელგიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ კომპანიას “IBA” ეწვია, სადაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრისთვის ორი ციკლოტრონის აწყობა მიმდინარეობს. მინისტრი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარესთან ნიკოლოზ ჩხეტიანთან და პროექტებისა და ოპერაციების დირექტორ ვახტანგ ცაგარელთან ერთად ციკლოტრონების აწყობის პროცესს ადგილზე გაეცნო.
წალენჯიხაში 150 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა აშენდა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის N4 საჯარო სკოლა აშენდა. სკოლის შენობა 150 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.No news found.