Youth Forums
2026 წლის 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, თბილისში გაიმართება ახალგაზრდული კონფერენცია 2026, რომელიც წელს განსაკუთრებით მასშტაბურ სახეს იღებს და წლის მთავარ დასკვნით ღონისძიებას წარმოადგენს. ღონისძიება აერთიანებს 500-ზე მეტ მონაწილეს მთელი საქართველოს მასშტაბით და წარმოადგენს სააგენტოს მიერ წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შემაჯამებელ პლატფორმას. კონფერენცია ერთ სივრცეში აერთიანებს მუნიციპალური ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების წევრებს, ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატებს, მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდული მიმართულებით დასაქმებულ კოორდინატორებს, ახალგაზრდული ცენტრებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრებს. ფორუმის მთავარი მიზანია სექტორის გაერთიანება და კოორდინაცია, ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში მოქმედ აქტორებს შორის მჭიდრო დიალოგისა და პარტნიორული ქსელების გაძლიერება.