International Youth Camps

საქართველოში საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკების ჩატარების მიზანს ახალგაზრდებს შორის კულტურათაშორისი დიალოგის, მეგობრული ურთიერთობებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენს. წლების განმავლობაში საქართველო მასპინძლობს პარტნიორი ქვეყნების ახალგაზრდულ დელეგაციებს, რაც სხვადასხვა კულტურისა და გამოცდილების გაზიარებას, საერთო ღირებულებების გააზრებასა და ახალგაზრდებს შორის კავშირების დამყარებას უწყობს ხელს. ყოველწლიურად ასობით ახალგაზრდა სტუმრობს საქართველოს საერთაშორისო ბანაკების ფარგლებში და მონაწილეობს საგანმანათლებლო, შემეცნებით, კულტურულ და არაფორმალური განათლების აქტივობებში. აღნიშნული ინიციატივები ხელს უწყობს ახალგაზრდების პიროვნულ განვითარებას, ახალი უნარების შეძენასა და საქართველოს, როგორც საერთაშორისო ახალგაზრდული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პლატფორმის, წარმოჩენას.