International Visits and Exchange Projects
ახალგაზრდობის სააგენტო პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობით ახორციელებს საერთაშორისო გაცვლით პროექტებსა და სასწავლო ვიზიტებს, რომლებიც განკუთვნილია როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე ახალგაზრდობის სფეროში მომუშავე პირებისთვის. გაცვლითი პროექტების ფარგლებში სააგენტო საქართველოში მასპინძლობს პარტნიორი ქვეყნების ახალგაზრდებსა და დელეგაციებს, ხოლო ქართველი მონაწილეები საპასუხო ვიზიტებით სტუმრობენ პარტნიორ ქვეყნებს. აღნიშნული ფორმატი ხელს უწყობს კულტურათაშორის დიალოგს, გამოცდილების გააზიარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.
სასწავლო ვიზიტების ფარგლებში ქართველი ახალგაზრდები და ახალგაზრდობის სფეროს წარმომადგენლები სტუმრობენ პარტნიორ ქვეყნებს, ეცნობიან ადგილობრივ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, სახელმწიფო უწყებებსა და ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების პრაქტიკას. ვიზიტები მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას, დაამყარონ პროფესიული და პარტნიორული კავშირები, გააფართოონ საერთაშორისო ქსელი და მიღებული ცოდნა და გამოცდილება საქართველოში ახალგაზრდული საქმიანობის განვითარებას მოახმარონ.