Youth Policy
ახალგაზრდული პოლიტიკა წარმოადგენს სახელმწიფოს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას, მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას. მიმართულება მოიცავს ახალგაზრდების საჭიროებების შესწავლას, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებას, სახელმწიფო და მუნიციპალურ დონეზე თანამშრომლობის გაძლიერებას, ახალგაზრდული სერვისებისა და მონაწილეობის მექანიზმების განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ახალგაზრდების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას.