International Visits for Vocational Education Teachers and Administrative Staff

საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო ვიზიტების კომპონენტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ხორციელდება მიზნობრივი პროგრამის „პროფესიული უნარების განვითარების პროგრამები“ ერთ-ერთი ქვეპროგრამის „საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო ვიზიტების ხელშეწყობა“ სახით.

საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო ვიზიტების ხელშეწყობის ქვეპროგრამა მოიცავს საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო ვიზიტების დაგეგმვას, მხარდაჭერასა და განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს როგორც პროფესიული განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციას, ასევე, საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას.

 

აღნიშნული ქვეპროგრამის მიზნებისთვის საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება გულისხმობს როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ, ასევე სამინისტროს მიერ/სამინისტროს მონაწილეობით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს.