საქართველოს განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმისა და მათი დაფასების მიზნით, მასწავლებლის ეროვნული პრემია დაწესდა.
ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების, ახალგაზრდების სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პატრიოტ მოქალაქეებად ჩამოყალიბების საქმეში განსაკუთრებული წვლილი დამსახურებულ, ღვაწლმოსილ პედაგოგებს აკისრიათ. შესაბამისად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება, პედაგოგთა საქმიანობის მხარდაჭერა და მათი შრომის სათანადო დაფასება წარმოადგენს. სწორედ ამ მიზანს, ემსახურება მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაწესება.
ინიციატივის ფარგლებში, სამინისტროს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, იკრიბება იმ მასწავლებელთა ისტორიები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მოსწავლეების, სასკოლო გარემოსა და საზოგადოების განვითარებაში.
გამორჩეულ, ღვაწლმოსილ პედაგოგებს ყოველწლიურად გადაეცემათ მასწავლებლის ეროვნული პრემია-სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.