Youth Camps

,,ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ხორციელდება მრავალფეროვანი ახალგაზრდული ბანაკები.

ბანაკების მიზანია ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია და ინკლუზია, ახალგაზრდების აქტიური დასვენების ხელმისაწვდომობა, არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ეროვნული და პატრიოტული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა.

ბანაკების ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ საკვანძო კომპეტენციების განვითარებისთვის მიმართულ საგანმანათლებლო, რეკრეაციულ, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში. საბანაკე პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები ხორციელდება არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიითა და ახალგაზრდული საქმიანობის პრინციპების გათვალისწინებით. ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდები ერთვებიან: ინტერაქტიულ-საგანმანათლებლო შეხვედრებში, კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებებში, მოწვეულ სტუმრებთან არაფორმალურ გარემოში შეხვედრებში, სპორტულ ტურნირებში და საერთო საბანაკე თამაშებში.

ბანაკებში მონაწილეობა შეუძლიათ 14-17 და 18-29 წლის ახალგაზრდებს. მონაწილეთა შერჩევა ხორციელდება საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მუნიციპალიტეტებთან, პარტნიორ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

2026 წელს განხორციელდა შემდეგი ბანაკები:

  • ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი

  • თემატური ახალგაზრდული ბანაკები და საზაფხულო სკოლები ყვარელში, ბორჯომში, ახალდაბასა და გორში

  • დმანისის ახალგაზრდული ბანაკი

  • ჯარის ბანაკი საჩხერესა და კოჯორში