Grant Competitions

საგრანტო კონკურსები, მიზნად ისახავს ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებას,ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერასა და ახალგაზრდული სერვისების დანერგვის ხელშეწყობას. მიმდინარე წელს საგრანტო კონკურსი გამოცხადდა 5-ჯერ სხვადასხვა მიმართულებით: ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება, ახალგაზრდული ცენტრებისა და სივრცეების განვითარება, სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერა, რეგიონული ინიციატივების მხარდაჭერა და ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების გაძლიერება.

1. ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება - ჯამური ბიუჯეტი 1 200 000 ლარი.  აღნიშნული საგრანტო კონკურსი ორიენტირებულია ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებაზე, ხოლო კონკურსის თემატიკები ეხმიანება ახალგაზრდების ინტერესებსა და საჭიროებებს და მოიცავს შემდეგს: ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების გაძლიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მენტალური ჯანმრთელობა, მოხალისეობა, ხელოვნური ინტელექტი და ციფრული უნარების გაძლიერება, მშვიდობის მშენებლობა, ნაკლები შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების გაძლიერება, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია და სხვა.

2. სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერა - ჯამური ბიუჯეტი 180 000 ლარი. კონკურსი ორიენტირებულია სტუდენტური ინიციატივების, მათი იდეების მხარდაჭერაზე. კონკურსის ფარგლებში აქცენტი გაკეთდება საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობაზე.

3. რეგიონული ინიციატივების მხარდაჭერა - ჯამური ბიუჯეტი 300 000 ლარი. კონკურსი მიზნად ისახავდა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ინიციატივების მხარდაჭერასა და გაძლიერებას.

4. ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების გაძლიერება - ჯამური ბიუჯეტი 300 000 ლარი. კონკურსი მიზნად ისახავს მუნიციპალური ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების გაძლიერებასა და რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების იდეების მხარდაჭერას, მათი საჭიროებების შესაბამისად. სავალდებულო კომპონენტი იქნება მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობა და მხარდაჭერა პროექტის განხორციელების პროცესში.

5. ახალგაზრდული ცენტრებისა და სივრცეების განვითარება - ჯამური ბიუჯეტი 600 000 ლარი. კონკურსის მიზანია საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდული სივრცეების ფუნქციონირების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებში ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით გაძლიერდება და გაიხსნება ახალი ცენტრები, რომლებიც გრანტის ფარგლებში აღიჭურვებიან შესაბამისი ტექნიკითა და ინვენტარით.