Youth Festivals
,,სასკოლო მოხალისეობის ფესტივალი’’
პროექტის მიზანია თბილისის საჯარო სკოლებში მოხალისეობის კულტურის გაძლიერება, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და მათთვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის პრაქტიკული შესაძლებლობების შექმნა. ინიციატივის ფარგლებში თბილისის 5 რაიონის სკოლებიდან შერჩეულმა 25-მა სასკოლო გუნდმა (ჯამში 125 მოსწავლე) უკვე გაიარა გადამზადების კურსი და მენტორების მხარდაჭერით აქტიურად ახორციელებს მცირე და რაიონული მასშტაბის მოხალისეობრივ ინიციატივებს. პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის, ლიდერული და გუნდური უნარების განვითარებას, სკოლებს შორის თანამშრომლობასა და მოხალისეობის პოპულარიზაციას.
,,სტუდენტური მოხალისეობის ფესტივალი’’
პროგრამის მთავარი მიზანია უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოხალისეობის კულტურის დამკვიდრება, სტუდენტთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერება და მათთვის ისეთი პლატფორმის შექმნა, სადაც საკუთარ ინოვაციურ იდეებს რეალურ საზოგადოებრივ ინიციატივებად აქცევენ. პროექტი მოიცავს ღია კონკურსის გზით 20 საუკეთესო სტუდენტური გუნდის შერჩევას, რომლებიც მენტორების მხარდაჭერითა და სააგენტოს კოორდინაციით განახორციელებენ სოციალურ, ეკოლოგიურ თუ კულტურულ აქტუალურ გამოწვევებზე მიმართულ მასშტაბურ მოხალისეობრივ პროექტებს. ინიციატივა ხელს უწყობს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ახალგაზრდებში ლიდერული და პრაქტიკული უნარების განვითარებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ აქტიურ ჩართულობას.
სასკოლო მოხალისეობა გურიის რეგიონში
გურიის რეგიონში, კერძოდ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში, ხორციელდება პროექტი „მოხალისეობის ფესტივალი“. პროგრამის მთავარი მიზანია საჯარო სკოლებში მოხალისეობის კულტურის დამკვიდრება, მოსწავლეთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერება და მათთვის ისეთი პლატფორმის შექმნა, სადაც საკუთარ იდეებს რეალურ თემურ ინიციატივებად აქცევენ. პროექტი მოიცავს კონკურსის გზით 15 საჯარო სკოლის (75 მოსწავლის) შერჩევას, რის შემდეგაც მონაწილეები გაივლიან ინტენსიურ ტრენინგ-გადამზადებას და მენტორების მხარდაჭერით განახორციელებენ მუნიციპალური მასშტაბის მოხალისეობრივ პროექტებს. ინიციატივა ხელს უწყობს რეგიონის სკოლებს შორის მყარი თანამშრომლობის ქსელის ჩამოყალიბებას, ახალგაზრდებში ლიდერული და გუნდური უნარების განვითარებასა და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას.
ახალგაზრდული ფესტივალი ( 12 აგვისტო)
პროექტი „ახალგაზრდული ფესტივალი“ მიზნად ისახავს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას, ახალგაზრდების საზოგადოებრივ, კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში ჩართულობის გაძლიერებასა და ახალგაზრდული შესაძლებლობების პოპულარიზაციას. 2026 წელს 12 აგვისტოს ღონისძიება გაიმართა ქუთაისის მუნიციპალიტეტში, მერიასთან თანამშრომლობით და აერთიანებდა საგანმანათლებლო, შემეცნებით, კულტურულ, და საინფორმაციო აქტივობებს, ფესტივალი ხელს უწყობს ახალგაზრდების თვითრეალიზებისა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას, ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა და ადგილობრივ აქტორებს შორის თანამშრომლობას. ფესტივალი ასევე მიზნად ისახავს ახალგაზრდების სამოქალაქო აქტიურობის წახალისებას, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერასა და ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობების შესახებ ცნობადობის ამაღლებას.
,,სტუდფესტი 2026 ‘’
„სტუდფესტი 2026“ მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. პროექტი მოიცავს სპორტულ, კულტურულ და საგანმანათლებლო-შემეცნებით აქტივობებს, მათ შორის შემოქმედებით კონკურსებს, დებატებსა და ინტელექტუალურ თამაშებს. ფესტივალი ხელს უწყობს სტუდენტების უნარების განვითარებას, შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას, სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას.
ინსპირაციული შეხვედრები
პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში თვითრწმენისა და მოტივაციის გაძლიერებას, პიროვნული და კარიერული განვითარების ხელშეწყობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართულობის წახალისებას. პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონში გაიმართა შეხვედრა ცნობილი საერთაშორისო სპიკერების მონაწილეობით, სადაც ახალგაზრდებს გაუზიარეს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა საინტერესო საკითხზე. ასევე ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ინტერაქტიულ დისკუსიებსა და კითხვა-პასუხის სესიებში. ინიციატივა ასევე ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაძლიერებას, ახალი კავშირების დამყარებასა და ახალგაზრდული პროგრამებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმირებულობის ზრდას.