ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

"საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების ქვეპროგრამის" ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო პროექტების/განაცხადების მიღება "წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის" "საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების ქვეპროგრამის" ფარგლებში. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება პროექტები, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს სასკოლო/ეროვნული გუნდების საერთაშორისო-რეგიონალურ ოლიმპიადებში მონაწილეობის ხელშეწყობაზე.

პროექტების წარმოდგენა შესაძლებელია 2017 წლის პირველი ნოემბრის ჩათვლით. პროექტის წარმოდგენაზე უფლებამოსილია ნებისმიერი იურიდიული პირი.

პროექტების განხილვა განხორციელდება ეტაპობრივად.

პროექტების წარმოდგენისა და დაფინანსების პირობები/წესები იხილეთ დანართში.

აპლიკანტებმა უნდა შევსონ განაცხადის ფორმა.

 

ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲔᲑᲘ

სარაგოსას ლოჯისტიკის ცენტრის სტიპენდია

მოწვევა ინტერესის გამოსახატად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებელთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ინტერდისციპლინური და ინოვაციური სწავლების ხელშეწყობისთვის საკონსულტაციო მომსახურება

მოწვევა ფასთა კოტირებების წარმოსადგენად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო რესურსების (საჯარო სკოლებისთვის საკანცელარიო საქონლის) შესყიდვა.

ყველა კონკურსი