ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

FLEX-ის პროგრამა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებისათვის

საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები აცხადებს FLEX პროგრამის 26-ე შესარჩევ კონკურსს. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მე-9, მე-10 და მე-11 კლასის, 2002 წლის 1 იანვრიდან 2004 წლის 16 ივლისამდე დაბადებულ მოსწავლეს, რომელსაც ბოლო 5 წლის მანძილზე არ უცხოვრია აშშ-ში 3 თვით ან მეტი ხნის განმავლობაში, არის საქართველოს მოქალაქე და ფლობს ინგლისურ ენას, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე მოსწავლეებს. ასაკობრივი და სასკოლო კრიტერიუმი ასეთი პირებისათვის განსხვავებულია: მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის 2001 წლის 15 თებერვლიდან 2004 წლის 16 ივლისამდე დაბადებული მოსწავლეები.

კონკურსი ჩატარდება წინასწარ განსაზღვრული განრიგის მიხედვით საქართველოს 11 ქალაქში მდებარე სკოლებში. (იხ. დანართი)

 

ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲔᲑᲘ

სარაგოსას ლოჯისტიკის ცენტრის სტიპენდია

მოწვევა ინტერესის გამოსახატად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებელთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ინტერდისციპლინური და ინოვაციური სწავლების ხელშეწყობისთვის საკონსულტაციო მომსახურება

მოწვევა ფასთა კოტირებების წარმოსადგენად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო რესურსების (საჯარო სკოლებისთვის საკანცელარიო საქონლის) შესყიდვა.

ყველა კონკურსი