მათემატიკური კონკურსი - „იმედი ხვალის“
საქართველოს განათლებისა და მცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური“, თბილისის 24-ე საჯარო სკოლა და ახალგაზრდობის სახლი ატარებენ მათემატიკურ კონკურსს - „იმედი ხვალის“
კონკურსის მიზანი: განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების გამოვლენა ადრეულ ასაკში.
მონაწილეები: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების III-VI კლასების მოსწავლეები.
კონკურსში მონაწილეობა უფასოა.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებით, პირველი, მეორე და მესამე ხარსიხის დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით.
ჩატარების წესები:
- მონაწილეები ორ ასაკობრივ ჯგუფად იყოფიან: „უფროსი ასაკი“ – V და VI კლასები, „უმცროსი ასაკი“ – III და IV კლასები.
- შეჯიბრება ტარდება ორ ტურად. მეორე ტურში მონაწილეობენ პირველ ტურში გამარჯვებულები.
- ამოცანებისა და ამოხსნების შეფასების ნიმუშებად გამოდგება „მზიურის“ მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრების ამოცანები. შეჯიბრების ვებმისამართია http://concurs.mziuri.ge/
- ინტერნეტშეჯიბრება კონკურსისათვის მოსამზადებელი ერთგვარი „დაუსწრებელი სკოლაა“, 2006 წლიდან ტარდება და მის ვებგვერდზე მუდმივად ჩანს უკანასკნელი გავლილი 8-12 ტურის ანგარიში (მონაწილეთა შედეგები და ამოცანები ამოხსნებით).
ჩატარების თარიღი: პირველი ტური – 3 ივნისი. მეორე ტურისა და დაჯილდოების ცერემონიის თარიღებს გაცნობებთ პირველი ტურის შემდეგ.
რეგისტრაციის ვადა: რეგისტრაცია დაწყებულია და მთავრდება 1 ივნისის 18 საათზე.
კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია რეგისტრაცია. რეგისტრაციისას მონაწილეები დააზუსტებენ ჩატარების ადგილსა და დროს.
რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად – სკოლების მიერ, თანდართული ფორმის მიხედვით (ფურცელზე ან ელექტრონულად).
სასურველია სკოლებში გამოიყოს საკონტაქტო პიროვნება კონკურსის
ორგანიზატორებთან კოორდინაციისათვის.
რეგისტრაციისა და დაწვრილებითი ცნობებისათვის დაგვირეკეთ ან მოგვმართეთ მისამართზე: თბილისი, თამარ მეფის გამზირი 14. მესამე სართული.
ტელეფონი: 295-45-75, 291-03-17, 229-48-61, 599-50-93-56.
ელფოსტა - [email protected]; ვებმისამართი - www.mziuri.ge
მათემატიკურ კონკურსში “იმედი ხვალის” მონაწილეთა სია