ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ფოტო-კონკურსი #MakingEurope2019

ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ევროპის საბჭო აცხადებს ფოტო-კონკურსს #MakingEurope2019. 

კონკურსის წესები:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მსურველებმა უნდა შეარჩიონ ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე კატეგორია, გადაიღონ ფოტო და გამოაქვეყნონ Instagram-ზე. დასაშვებია ერთი ავტორის მიერ ერთზე მეტი ფოტოს წარდგენა ერთ ან რამდენიმე კატეგორიაში.

ფოტოს განთავსებისას კონკურსანტებმა უნდა მიუთითონ ევროპის საბჭოს Instagram გვერდი @councilofeurope, გამოიყენონ ჰაშთაგი #MakingEurope2019 და ასევე, მიუთითონ შესაბამისი კატეგორიის ჰაშთაგი:

  • #people
  • #places
  • #moments
  • #challenges
  • #blackandwhite

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 13 წლის ასაკის ზემოთ ნებისმიერ პირს, რომელიც ცხოვრობს ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანაში. 

კონკურსი დაიწყება 2019 წლის 4 თებერვალს და გაგრძელდება 2019 წლის 30 აპრილის ჩათვლით.

ჟიური შეარჩევს გამარჯვებულ ფოტოს, მისი ხარისხის და კრეატიულობის მიხედვით, იმ ფოტოებს შორის, რომლებსაც მეტი მოწონება (like) ექნებათ. თითოეულ კატეგორიაში დაჯილდოვდება 1 ფოტო და ასევე კონკურსს ეყოლება 1 საერთო გამარჯვებული.

2019 წლის 30 ივნისს ცნობილი გახდება 6 გამარჯვებულის ვინაობა, რომლებიც მიიღებენ ევროპის საბჭოს სპეციალურ დიპლომს. დიპლომების გადაცემა მოხდება 2019 წლის ოქტომბერში, 70 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავ სპეციალურ ღონისძიებაზე. საუკეთესო ფოტოები და გამარჯვებული ფოტოები გამოიფინება სტრასბურგში, ევროპის საბჭოში.

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: [email protected].

ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲔᲑᲘ

სარაგოსას ლოჯისტიკის ცენტრის სტიპენდია

მოწვევა ინტერესის გამოსახატად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებელთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ინტერდისციპლინური და ინოვაციური სწავლების ხელშეწყობისთვის საკონსულტაციო მომსახურება

მოწვევა ფასთა კოტირებების წარმოსადგენად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო რესურსების (საჯარო სკოლებისთვის საკანცელარიო საქონლის) შესყიდვა.

ყველა კონკურსი