ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ვიდეოკონკურსი „ჩემი ევროპული ენა“

ევროპული კულტურული ინსტიტუტების კლუბი (EUNIC) საქართველოში 14-დან 20 წლამდე ახალგაზრდებს სთავაზობს, მონაწილეობა მიიღონ ვიდეოკონკურსში „ჩემი ევროპული ენა“.

კონკურსანტებმა უნდა გადაიღონ ორწუთიან ვიდეოკლიპი რომელიმე ევროპულ ენაზე, ატვირთონ Youtube-ზე და 2012 წლის 20 სექტემბრამდე გადააგზავნონ სახელი, გვარი და ვიდეოს შესაბამისი ბმული  შემდეგ მისამართზე: [email protected]

გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება 26 სექტემბერს, ევროპული ენების დღეს, თბილისის ევროპის სახლში.

კონკურსში მონაწილეობის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია  Facebook-ის სპეციალურ გვერდზე https://www.facebook.com/myeuropeanlanguage

ასევე გოეთეს ინსტიტუტის http://www.goethe.de/ins/ge/tif/lhr/ka9581807.htm და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის http://www.institutfrancais.ge/ge/culture/les_actualites_culture/882/?p=1 ვებგვერდებზე.

კონკურსი ორგანიზებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

 

 

ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲔᲑᲘ

სარაგოსას ლოჯისტიკის ცენტრის სტიპენდია

მოწვევა ინტერესის გამოსახატად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებელთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ინტერდისციპლინური და ინოვაციური სწავლების ხელშეწყობისთვის საკონსულტაციო მომსახურება

მოწვევა ფასთა კოტირებების წარმოსადგენად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო რესურსების (საჯარო სკოლებისთვის საკანცელარიო საქონლის) შესყიდვა.

ყველა კონკურსი