კონკურსი „სახვითი ხელოვნების სფეროში წიგნი-ალბომების გამოცემის ხელშეწყობა“
კულტურის ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის მარტის N241 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის - „სახვითი ხელოვნების სფეროში წიგნი ალბომების გამოცემის ხელშეწყობა“ გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების, განცხადების, საკონკურსო განაცხადის, საკონკურსო განაცხადის დაზუსტების და ანგარიშის წარმოდგენის ფორმები:
- დანართი N1 - განცხადება;
- დანართი N2 - საკონკურსო განაცხადი;
- დანართი N3 - საკონკურსო განაცხადის დაზუსტების ფორმა;
- დანართი N4 - ანგარიშის წარმოდგენის ფორმა;
- „სახვითი ხელოვნების სფეროში წიგნი ალბომების გამოცემის ხელშეწყობა“ საკონკურსო პირობები
განაცხადის წარმოდგენასთან და კონკურსთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართება 2 ეტაპად:
ა) 2019 წლის 7 მარტს 14:00 სთ-ზე;
ბ) 2019 წლის 18 მარტს 14:00 სთ-ზე;
მისამართზე: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N4.