კონკურსი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე
• საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატურის შესარჩევად;
• კონკურსში მონაწილე კანდიდატთა განაცხადები მიიღება 2019 წლის 4 აპრილიდან 15 აპრილის 17:00 საათამდე;
• კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატურის კონკურსის წესით შესარჩევად შექმნილია მინისტრის საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაში არიან:
- ნანა დოლიძე - კინომცოდნე, კულტურის დეპარტამენტის უფროსი;
- ოთარ შამათავა - რეჟისორი, კინოაკადემიის წევრი;
- რამაზ ხოტივარი - რეჟისორი, კინოაკადემიის წევრი;
- ამირან დოლიძე - დრამატურგი, კინოაკადემიის წევრი;
- არჩილ შუბაშვილი - კინომცოდნე, კინოაკადემიის წევრი;
- კონსტანტინე ჯანდიერ - დრამატურგი, კინოაკადემიის წევრი;
- ლევან ღლონტი - რეჟისორი, კინოაკადემიის წევრი;
- მიხეილ ჭიაურელი - რეჟისორი, კინოაკადემიის წევრი;
- ქეთევან ტრაპაიძე - კინომცოდნე კინოაკადემიის წევრი;
- ვახტანგ კოტეტიშვილი - რეჟისორი;
- ამირან დოლიძე - რეჟისორი;
- ნანა ჯანელიძე - რეჟისორი;
- ნანა ექვთიმიშვილი - რეჟისორი, პროდიუსერი;
- რატი ონელი - რეჟისორი, პროდიუსერი;
• საკონკურსო პირობები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები იხილეთ შემდეგ ბმულზე: www.mes.gov.ge/d8snS2w