კონკურსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების კანდიდატურათა შესარჩევად
1) საბჭოს დასახელება:
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო
2) შესარჩევ კანდიდატთა რაოდენობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) შესარჩევ კანდიდატთა რაოდენობა - 17, მათ შორის:
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმითა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები (ადმინისტრაციული, სასწავლო/აკადემიური, სამეცნიერო პერსონალი), აგრეთვე, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენლები – 12;
- დამსაქმებელთა წარმომადგენლები, განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები – 3;
- საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენელი - 1;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი - 1.
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმითა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელი (ადმინისტრაციული, სასწავლო/აკადემიური, სამეცნიერო პერსონალი), აგრეთვე, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენელი, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- სასწავლო/აკადემიური ან სამეცნიერო შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება;
- საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, განხორციელებისა და განვითარების სპეციფიკის ცოდნა და/ან ამ პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება;
გ) დამსაქმებელთა, ასევე განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- შესაბამის სფეროში საშუალო ან ზედა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება;
- საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენის დროისთვის მოქმედი დამსაქმებლის სტატუსის ქონა;
დ) სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- არანაკლებ მაგისტრატურის სტუდენტის სტატუსის (აქტიური) ქონა;
- მაღალი აკადემიური მოსწრება;
- სტუდენტურ და საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართულობა.
3) საბჭოს წევრის ფუნქციები:
საბჭოს წევრის ფუნქციები განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით“.
4) განცხადების წარდგენის ვადა და წესი:
ა) საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (შემდეგში - „სამინისტრო“) შესაძლებელია წარადგინოს ორგანიზაციამ ან ფიზიკურმა პირმა:
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების, დამსაქმებლის, სამოქალაქო (არასამთავრობო) ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში, სამინისტროს წარედგინება განცხადება (დანართი N1);
- კანდიდატის მიერ მიმართვის შემთხვევაში სამინისტროს წარედგინება განცხადება (დანართი N2).
ბ) განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
- ავტობიოგრაია (CV);
- სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 500 სიტყვისა);
- ცნობა სამუშაო ადგილიდან;
- ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ (სტუდენტის შემთხვევაში);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) განცხადების შემოტანის ვადა - 2019 წლის 25 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით;
5) დამატებითი ინფორმაცია:
- ავტორიზაციის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე, აკრედიტაციის საბჭოს ან სააპელაციო საბჭოს წევრი;
- წარდგენილი კანდიდატი შესაძლებელია განხილულ იქნეს სააპელაციო საბჭოს წევრობის კანდიდატად განცხადების ფორმაში შესაბამისი თანხმობის დაფიქსირების საფუძველზე.
- ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ერთი წლით;
შენიშვნა:
შესარჩევი კომისია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში საბჭოს წევრობის კანდიდატს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტი.
განცხადებების მიღება წარმოებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში:
მის.: ქ. თბილისი, დ. უზნაძის N52.