კონკურსანტების საყურადღებოდ იცვლება საკონკურსო განაცხადების მიღების წესი

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების საკონკურსო დოკუმენტაციის (მ.შ. განცხადების, საპროექტო განაცხადისა და სხვა მოთხოვნილი დანართების) მიღებას განახორციელებს ელექტრონულად, მისამართზე [email protected]

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საკონკურსო დოკუმენტაცია (განცხადება და საპროექტო განაცხადი), წარმოდგენილი უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით (დასკანერებული ან ფოტო ფაილის სახით) და შესაბამისი კონკურსის საკონკურსო დებულებით გათვალისწინებული ვადის დაცვით.

საკონკურსო პირობებისა და ვადების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე

ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲔᲑᲘ

სარაგოსას ლოჯისტიკის ცენტრის სტიპენდია

მოწვევა ინტერესის გამოსახატად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებელთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ინტერდისციპლინური და ინოვაციური სწავლების ხელშეწყობისთვის საკონსულტაციო მომსახურება

მოწვევა ფასთა კოტირებების წარმოსადგენად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო რესურსების (საჯარო სკოლებისთვის საკანცელარიო საქონლის) შესყიდვა.

ყველა კონკურსი