კონკურსი „თანასწორობის რეპორტიორი“

საქართველოს ადმინისტრაცია და ადამიანის უფლებათა საბჭო, 2020 წელს კიდევ ერთხელ უერთდება თანასწორობის კვირეულს, რომელიც ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ეგიდით კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში გაიმართება. კამპანიის მიზანია თანასწორობის და ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და თანასწორობაზე დაფუძნებული მრავალფეროვანი გარემოს შექმნა.

კამპანიის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, დაინტერესებულ პირებს მონაწილეობისათვის იწვევს ერთობლივ კონკურსში „თანასწორობის რეპორტიორი“. (იხ. ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=fIocYKRyrsQ ). 
კონკურსის მიზანია პოზიტიური მაგალითებით იმის ჩვენება, რომ სტერეოტიპების დამსხვრევა და თანასწორ გარემოში ცხოვრება შესაძლებელია.

კონკურსის ფარგლებში, 2020 წლის 1 ნოემბრამდე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ისტორიების (ვიდეოს, ფოტოს ან ესეს სახით) გაზიარება და იმ ადამიანების შესახებ ინფორმაციის წარდგენა, რომელთაც თანასწორობის ყოველდღიურ ცხოვრებაში დამკვიდრებაში შეაქვთ წვლილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურით: თანასწორობის რეპორტიორი.

კონკურსის გამარჯვებულები თანასწორობის კვირეულის ფარგლებში დაჯილდოვდებიან.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.coe.int/ka/web/tbilisi/-/become-an-equality-reporter

ვიდეო ინსტრუქციები: https://www.youtube.com/watch?v=q7B26bU7vkw&t=5s, https://www.youtube.com/watch?v=g8nL6pr0EZ4&t=11s, https://www.youtube.com/watch?v=HLnQFuN6vjQ

ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲔᲑᲘ

სარაგოსას ლოჯისტიკის ცენტრის სტიპენდია

მოწვევა ინტერესის გამოსახატად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებელთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ინტერდისციპლინური და ინოვაციური სწავლების ხელშეწყობისთვის საკონსულტაციო მომსახურება

მოწვევა ფასთა კოტირებების წარმოსადგენად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო რესურსების (საჯარო სკოლებისთვის საკანცელარიო საქონლის) შესყიდვა.

ყველა კონკურსი