ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

იტალიის ენისა და კულტურის სერთაშორისო კურსი

იტალიის საელჩო საქართველოში გაწვდით ინფორმაციას იტალიის ენისა და კულტურის სერთაშორისო კურსზე დასასწრებად მილანის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი 60 სტიპენდიის შესახებ. კურსები ჩატარდება ორჯერადად გარნიანოს კორპუსში, გარდას ტბაზე. თითო კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3 კვირას:

  • პირველი კურსის დასაწყისი: ორშაბათი, 1 ივლისი, დასასრული: შაბათი, 20 ივლისი  
  • მეორე კურსის დასაწყისი: ორშაბათი, 22 ივლისი, დასასრული: შაბათი, 10 აგვისტო

კურსები განკუთვნილია 18-დან 40 წლამდე უცხოელებისათვის, რომლებიც კარგად ფლობენ იტალიურ ენას (ენის ცოდნის მინიმალური დონე B1).

სტიპენდიის შესახებ მოთხოვნა უნდა გაეგზავნოს კურსების სამდივნოს:

  • 2013 წლის 28 მარტამდე - 1 ივლისიდან 20 ივლისამდე კურსზე ჩასარიცხად:
  • 2013 წლის 3 აპრილამდე - 22 ივლისიდან 10 აგვისტომდე კურსზე ჩასარიცხად.

სტიპენდიაში შედის ყველა გაკვეთილზე დასწრების, კვებისა (ორშაბათიდან პარასკევამდე) და ცხოვრების ხარჯები (შაბათ-კვირის ჩათვლით). სტიპენდიის მიერ დასაფარი იქნება ჩარიცხვის გადასახადი (100 ევრო), მგაზავრობის და შაბათ-კვირის კვების ხარჯები. სტიპენდია ასევე არ მოიცავს არასავალდებულო კულტურული ღონისძიებების  გადასახადებს.

შეტყობინების ელექტრონული ვერსია, როგორც იტალიურ, ასევე ინგლიუსრ ენებზე, მოცემულია შემდეგ ვებ მისამართზე: http://www.calcif.unimi.it/bando.html

ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲔᲑᲘ

სარაგოსას ლოჯისტიკის ცენტრის სტიპენდია

მოწვევა ინტერესის გამოსახატად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებელთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ინტერდისციპლინური და ინოვაციური სწავლების ხელშეწყობისთვის საკონსულტაციო მომსახურება

მოწვევა ფასთა კოტირებების წარმოსადგენად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო რესურსების (საჯარო სკოლებისთვის საკანცელარიო საქონლის) შესყიდვა.

ყველა კონკურსი