მოწვევა ინტერესის გამოსახატად: ინფრასტრუქტურისა და ფიზიკური გარემოს სტანდარტების შემუშავება ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის (სკოლებისთვის) საქართველოში

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, პროექტის „ინოვაციები, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, იწვევს საკონსულტაციო კომპანიებს (კონსულტანტებს) გამოხატონ ინტერესი შემდეგი მომსახურების განსახორციელებლად: ინფრასტრუქტურისა და ფიზიკური გარემოს სტანდარტების შემუშავება ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის (სკოლებისთვის) საქართველოში.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ განაცხადი ინგლისურ ენაზე.

განცხადებების შემოტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 22 თებერვალი, 17:00 საათი.

ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲔᲑᲘ

სარაგოსას ლოჯისტიკის ცენტრის სტიპენდია

მოწვევა ინტერესის გამოსახატად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებელთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ინტერდისციპლინური და ინოვაციური სწავლების ხელშეწყობისთვის საკონსულტაციო მომსახურება

მოწვევა ფასთა კოტირებების წარმოსადგენად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო რესურსების (საჯარო სკოლებისთვის საკანცელარიო საქონლის) შესყიდვა.

ყველა კონკურსი