სპორტული ორგანიზაციების აღიარებაზე განაცხადების მიღება დაიწყო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაიწყო განაცხადების მიღება სპორტული ორგანიზაციების აღიარების საკითხის განხილვის მიზნით. განაცხადებს განიხილავს სამინისტროსთან არსებული სათათბირო ორგანო - „სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭო“. განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 1 აპრილი.

აღიარების საკითხის განხილვის მიზნით, სპორტული ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას განცხადება, შემდეგი დანართით:

  1. რეგისტრაციის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  2. ორგანიზაციის წესდება;
  3. შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  4. ორგანიზაციის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;
  5. საქმიანობის ანგარიში დანართი #1-ის შესაბამისად (ორგანიზაციის დაფუძნებიდან დღემდე);
  6. სპორტსმენთა, მწვრთნელთა და მსაჯთა რაოდენობა დანართი #2-ის შესაბამისად (მონაცემების არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის სპეციფიკიდან გამომდინარე).

სპორტული ორგანიზაციის აღიარების საკითხი განხილულ იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ორგანიზაცია განაცხადის წარმოდგენამდე დაფუძნებულია სულ მცირე 6 თვით ადრე და მისი სამართლებრივი ფორმაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. 

საკონტაქტო პირები:

თეო ბარამიძე - 591 30 45 83

მანანა შაფაქიძე - 593 22 34 73

ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲔᲑᲘ

სარაგოსას ლოჯისტიკის ცენტრის სტიპენდია

მოწვევა ინტერესის გამოსახატად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებელთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ინტერდისციპლინური და ინოვაციური სწავლების ხელშეწყობისთვის საკონსულტაციო მომსახურება

მოწვევა ფასთა კოტირებების წარმოსადგენად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო რესურსების (საჯარო სკოლებისთვის საკანცელარიო საქონლის) შესყიდვა.

ყველა კონკურსი