სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობის პროცესში დაინტერესებულ პირებს იწვევს

მიმდინარეობს მუშაობა 2022-2032 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიასა და 2022-2023 სამოქმედო გეგმაზე. სამინისტროს საქმიანობის მთავარი პოლიტიკის დოკუმენტი განათლების სისტემის ყველა მიმართულებას მოიცავს.

სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო, რომელიც მოქმედებს საზოგადოებრივ საწყისებზე. საბჭო წარმოადგენს სათათბირო ორგანოს, რომელიც განათლებისა და მეცნიერების გრძელვადიანი და მოკლევადიანი პოლიტიკის დოკუმენტების ინკლუზიურ, ღია და გამჭვირვალე პრინციპებით შემუშავებას უზრუნველყოფს.

საბჭოს მიზანია სამინისტროს, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური და სამეცნიერო წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მიმართულებების დარგობრივი ექსპერტების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა.

სამინისტრო დაინტერესებულ პირებს იწვევს საკონსულტაციო საბჭოში განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობის პროცესში მონაწილეობის მისაღებად.

საკონსულტაციო საბჭოში მონაწილეობის მსურველ პირებს უნდა ჰქონდეთ განათლებისა და მეცნიერების სფეროში მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება. 

მსურველებმა ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] 2021 წლის 25 ივნისის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სახელზე საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილოების შესახებ, მონაწილეობის სურვილისა და მოტივაციის დასაბუთებით.
  • რეზიუმე

 

 

ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲔᲑᲘ

სარაგოსას ლოჯისტიკის ცენტრის სტიპენდია

მოწვევა ინტერესის გამოსახატად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებელთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ინტერდისციპლინური და ინოვაციური სწავლების ხელშეწყობისთვის საკონსულტაციო მომსახურება

მოწვევა ფასთა კოტირებების წარმოსადგენად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო რესურსების (საჯარო სკოლებისთვის საკანცელარიო საქონლის) შესყიდვა.

ყველა კონკურსი