კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“

მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, საქართველოს კომუნიკაციების კომისია მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, ფაქტების გადამოწმების, ანალიზისა და შეფასების უნარების განვითარების ხელშეწყობისთვის, ატარებს მედიაწიგნიერების კონკურსს მე-9, მე-10 და მე-11 კლასელებისთვის.

კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებმა ინდივიდუალურად უნდა შეასრულონ შემდეგი დავალება:

აღმოაჩინონ მედიასივრცეში (ინტერნეტი, ტელევიზია, ბეჭდური მედია, სხვ.) გავრცელებული ყალბი ინფორმაცია (რომელიც არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია), წარმოადგინონ აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო, შესაძლო მოტივები და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები, ამბავი.

დავალების წარმოსადგენად მოსწავლეებს შეუძლიათ თავად შეარჩიონ ფორმატი - ვიდეო ან მულტიმედია ნამუშევარი, პრეზენტაცია ან სხვა ალტერნატიული ფორმა.

საკონკურსო ნამუშევრები მოსწავლეებმა უნდა გაგზავნონ 2023 წლის 31 მაისის ჩათვლით.

კონკურსის წესებისა და დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების გვერდზე და კომისიის ვებგვერდზე.

ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲔᲑᲘ

სარაგოსას ლოჯისტიკის ცენტრის სტიპენდია

მოწვევა ინტერესის გამოსახატად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებელთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ინტერდისციპლინური და ინოვაციური სწავლების ხელშეწყობისთვის საკონსულტაციო მომსახურება

მოწვევა ფასთა კოტირებების წარმოსადგენად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო რესურსების (საჯარო სკოლებისთვის საკანცელარიო საქონლის) შესყიდვა.

ყველა კონკურსი