ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საინფორმაციო შეხვედრა ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის პროექტის დიზაინის შემუშავებისათვის გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის შესახებ

21 ოქტომბერს, 12:00 საათზე სსიპ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი -საქართველო“ გამართავს საინფორმაციო შეხვედრას დაინტერესებული ორგანიზაციებისათვის ზოგადი განათლების  განვითარების ხელშეწყობის პროექტის დიზაინის შემუშავებისათვის ფონდის მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის შესახებ.  საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება სასტუმრო თბილისი მარიოტში, მისამართი: რუსთაველის გამზ.  13, თბილისი.

2013 წლის 2 ოქტომბერს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი -საქართველო“-ს მიერ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში გამოცხადა საერთაშორისო ტენდერი  ზოგადი განათლების  განვითარების ხელშეწყობის პროექტის დიზაინის შემუშავებისათვის ორგანიზაცის შესარჩევად.  ტენდერის მიზანია მოხდეს კვალიფიციური ორგანიზაციის შერჩევა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მის შესაბამის სააგენტოებს დახმარებას გაუწევს მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ხელშემწყობი სისტემის დიზაინის შემუშავებასა და საკლასო შეფასების  დანერგვაში.  სატენდერო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 15 ნოემბერი.  დეტალური ინფორმაცია აღნიშნული ტენდერის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: http://mes.gov.ge/content.php?id=4835&lang=geo

საინფორმაციო შეხვედრის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სსიპ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ შესყიდვების დეპარტამენტს, ტელ.: 2281173, ელ.ფოსტა: [email protected]

ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲔᲑᲘ

სარაგოსას ლოჯისტიკის ცენტრის სტიპენდია

მოწვევა ინტერესის გამოსახატად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებელთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ინტერდისციპლინური და ინოვაციური სწავლების ხელშეწყობისთვის საკონსულტაციო მომსახურება

მოწვევა ფასთა კოტირებების წარმოსადგენად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო რესურსების (საჯარო სკოლებისთვის საკანცელარიო საქონლის) შესყიდვა.

ყველა კონკურსი