კონკურსი „ქართული კალიგრაფია“
1. კონკურსის მიზანი
ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვრის - ქართული დამწერლობის და ქართული კალიგრაფიის - პოპულარიზაცია, ხელით წერით კულტურის განვითარება და კონკურსანტების შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.
2. მონაწილეები
კონკურსი ტარდება შემდეგ საკონკურსო ჯგუფებში:
1. საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების VII – IX კლასის მოსწავლეები;
2. საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასის მოსწავლეები;
3. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტები;
4. სხვა ზრდასრული დაინტერესებული პირები;
5. საზღვარგარეთ მცხოვრები დაინტერესებული პირები.
3. კონკურსის ჩატარების ფორმატი
კონკურსი ტარდება საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 3 ტურს.
კონკურსის I ეტაპი - შესარჩევი ტური. შესარჩევ ტურში კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- ლამაზად ნაწერი მხედრული ანბანით შესრულებული ნებისმიერი მისთვის სასურველი ტექსტი 100-150 სიტყვის ოდენობით (საწერი მასალა და საშუალებები შეზღუდული არ არის);
- ორიგინალი (ასლი ან ელექტრონული ვერსია არ მიიღება);
- ნაწერს უნდა ერთვოდეს შემდეგი საკონკურსო ინფორმაცია: სახელი, გვარი, ასაკი, პირადი ტელეფონის ნომერი, მისამართი; სკოლის მოსწავლეებისათვის დამატებით: სკოლა, სკოლის ტელეფონის ნომერი, კლასი. სტუდენტებისათვის დამატებით: უნივერსიტეტი, სპეციალობა, კურსი.
კონკურის II ეტაპი - ნახევარფინალური ტური
ჩატარდება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. კონკურსანტებს ადგილზე მიეცემათ საკონკურსო ჯგუფების შესაბამისი დავალებები: 1. ხელნაწერის გვერდის ასლის გაკეთება; 2. ნაბეჭდი ტექსტის კალიგრაფიულად გადაწერა.
კონკურის III ეტაპი - დასკვნითი ტური
ჩატარდება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. კონკურსანტებს ადგილზე მიეცემათ საკონკურსო ჯგუფების შესაბამისი დავალებები: 1. ხელნაწერის გვერდის ასლის გაკეთება; 2. ნაბეჭდი ტექსტის კალიგრაფიულად გადაწერა.
II და III ტური ითვალისწინებს კონკურსანტებისთვის შემეცნებითი საუბრების ჩატარებას ქართული კალიგრაფიის ისტორიაზე, ტრადიციულ საწერ საშუალებებზე და სხვა.
შენიშვნა: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი რაიონებიდან თბილისში მონაწილეთა მგზავრობას არ უზრუნველყოფს.
საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის:
კონკურსის შესარჩევ ტურში მონაწილეობის მსურველი მოსწავლე (მასწავლებელი) ხელნაწერ ნიმუშს წარადგენს სკოლაში, თითოეული სკოლა - შესაბამის რესურსცენტრში, ხოლო რესურსცენტრები უზუნველყოფენ წარმოდგენილი საკონკურსო ნიმუშების განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გადაცემას. სამინისტროდან საკონკურსო ნიმუშები გაიგზავნება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის:
კონკურსის შესარჩევ ტურში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა და სხვა ზრდასრულმა დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო ნიმუში უნდა წარმოადგინონ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში.
- კონკურსში ჩართულობის კოორდინირებას უზრუნველყოფს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი;
- საზღვარგარეთ მცხოვრებმა კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ მათ მიერ შესრულებული ხელნაწერის სკანირებული ასლი საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საკონტაქტო პირის ელექტრონულ მისამართზე ან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენისა და განათლების დეპარტამენტის ელექტრონულ მისამართზე [email protected]
5. გამარჯვებულების გამოვლენა
- მონაწილეთა ნამუშევრების შეფასებას უზრუნველყოფს კვალიფიციური ჟიური; ჟიურის შემადგენლობას ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრციულ-სამართლებრივი აქტით;
- კონკურსის ბოლოს I, II და III ადგილზე გასული კონკურსანტები გამოვლინდებიან 5 საკონკურსო ჯგუფში. გარდა ამისა, დასახელდებიან სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები. ნომინაციებს დაადგენს ჟიური არსებული საკონკურსო მასალიდან გამომდინარე;ჯილდოებს აწესებენ;
- კონკურსის ორგანიზატორები და სხვა მხარდამჭერი ორგანიზაციები;
- კონკურსში მონაწილეთა მიერ შექმნილი საუკეთესო კალიგრაფიული ნიმუშები გამოიფინება და შემდეგში შეინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში;
6. დაჯილდოვება
დაჯილდოვდებიან I, II და III ადგილებზე გასული და სპეციალურ ნომინაციებში გამარჯვებული კონკურსანტები საკონკურსო ჯგუფების მიხედვით.
2013 წლის კონკურსის ჩატარების ვადები
- კონკურსის გამოცხადების თარიღი - 2013 წლის 6 ნოემბერისკოლების მიერ კონკურსში მონაწილეთა ხელნაწერების წარდგენა რესურსცენტრებში - არაუგვიანეს 2013 წლის 22 ნოემბრისა;
- რესურსცენტრის მიერ საკონკურსო მასალების სამინისტროსთვის მიწოდება - არაუგვიანეს 2013 წლის 22 ნოემბრისა; სამინისტროდან ნიმუშების ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაგზავნა არაუგვიანეს 2013 წლის 25 ნოემბრისა;
- სტუდენტთა და სხვა ზრდასრულ დაინტერესებულ პირთა, საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ კონკურსანტთა მიერ საკონკურსო ნამუშევრის წარდგენა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში - არაუგვიანეს 2013 წლის 22 ნოემბრისა;
- შესარჩევ ტურში გამარჯვებული კონკურსანტების გამოვლენა და ინფორმირება - არაუგვიანეს 2013 წლის 1 დეკემბრისა;
- II ტური - 2013 წლის 7-8 დეკემბერი (ტურის წინ ჩატარდება შემეცნებითი საუბარი);
- II ტურის შედეგების გამოცხადება – არაუგვიანეს 2013 წლის 15 დეკემბრისა;
- III ტური - 2013 წლის 21-22 დეკემბერი (ტურის წინ ჩატარდება შემეცნებითი საუბარი);
- III ტურის შედეგების გამოცხადება – არაუგვიანეს 2013 წლის 29 დეკემბრისა;
- გამარჯვებულთა დაჯილდოვება და გამოფენის გახსნა - 2013 წლის 25 იანვარი;
საკონტაქტო ინფორმაცია
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
მისამართი: მ. ალექსიძის 1/3პროგრამის კოორდინატორი: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენისა და განათლების დეპარტამენტი
ტელ.: (322) 2 47 42 42 (შიდა ნომერი 106)
ელ.ფოსტა: [email protected]
საკონტაქტო პირი: ნიკოლოზ ჟღენტი
ელ.ფოსტა: [email protected]ტელ.: 599679846