ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გაეროს სისტემის შესახებ აკადემიური საბჭოს (ACUNS) საზაფხულო სემინარი

გაეროს სისტემის შესახებ აკადემიური საბჭო (Academic Council on the United Nations System, ACUNS) ყოველწლიურად ორგანიზებას უკეთებს საზაფხულო სემინარებს სხავდასხვა აქტუალურ თემებზე. წელს მსგავსი სემინარი, The Hague Institute for Global Justice-სთან თანამშრომლობით, 11-19 ივლისს, ჰააგაში გაიმართება. წლევანდელი ღონისძიების თემაა: „Local Justice, Global Standarts and Critical Contemporary Challenges”. მასში მონაწილეობა შეუძლიათ საერთაშორიო ურთიერთობებისა და სამართლის სფეროს მკვლევრებსა და მოცემულ საკითხთან დაკავშირებულ დამწყებ პრაქტიკოსებს არასამთავრობო და სამთავრობო წრეებიდან.  

სააპლიკაციო მასალების საფუძველზე შერჩევის შემდეგ, აფინანსებენ შერჩეული კანდიდატის მგზავრობისა და განთავსების ხარჯებს. დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: http://acuns.org/2014sw/

ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲔᲑᲘ

სარაგოსას ლოჯისტიკის ცენტრის სტიპენდია

მოწვევა ინტერესის გამოსახატად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებელთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ინტერდისციპლინური და ინოვაციური სწავლების ხელშეწყობისთვის საკონსულტაციო მომსახურება

მოწვევა ფასთა კოტირებების წარმოსადგენად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო რესურსების (საჯარო სკოლებისთვის საკანცელარიო საქონლის) შესყიდვა.

ყველა კონკურსი