ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დაიწყო კითხვის წამახალისებელი უდიდესი ბრიტანული პროექტი “CIRCUS STARS”

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ბრიტანული საბჭოს მხარდაჭერით დაიწყო საქართველოში ბავშვთა კითხვის წამახალისებელი უდიდესი ბრიტანული  პროექტი "Circus Stars". 
კითხვის კონკურსში მონაწილეობას იღებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 12 სკოლის 8-10 და 12-13 წლის 400 მოსწავლე, რომლებიც კითხულობენ წიგნებს სპეციალური კოლექციიდან განსაზღვრულ დროში. 

პროექტის მიზანია: ქართველი ბავშვების ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავება, კითხვის კულტურის მოტივაციის ამაღლება, მშობლების მონაწილეობა. პროექტის დასრულების შემდეგ 400-მდე ბავშვი თბილისსა და რეგიონებში უფრო თავდაჯერებული მკითხველი გახდება. ბავშვებს ჩაუტარდებათ მასტერკლასები და სემინარები.2012 წლის გაზაფხულზე მოხდება გამარვჯებულთა საზეიმო დაჯილდოვება.

კონკურსი ამჟამად მიმდინარეობს იმერეთში, სსიპ ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში, სადაც მოეწყო საკონკურსო ლიტერატურით, ციფრული ტექნიკითა და ინტერნეტით აღჭურვილი სამკითხველო ოთახი.   პროექტის ფარგლებში კონკურსანტებმა ჩამოაყალიბეს კლუბი „Book Worms”  და დაიწყეს თანამედროვე ბრიტანული საბავშვო ლიტერატურის გაცნობა. მოსწავლეები შეხვდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს ეკა თოფურიასა და მერაბ ბარათაშვილს, ესტუმრნენ საგამოფენო დარბაზ „ვარლა“-ს და ესაუბრნენ დავით კაკაბაძის სახელობის ლაურეატს, წლის საუკეთესო მხატვარს ვიტალი კაპანაძეს, გაიცნეს ახალგაზრდა შემოქმედი ქრისტინე რობაქიძე. მშობელთა აქტიურობით „Book Worms” სამკითხველო ოთახში ხშირად სტუმრობენ ზღაპრის გმირები.

31 იანვარს ,, Book Worms’’ წევრები გამართავენ დასკვნით ღონისძიებას ბრიტანეთის საბჭოსა და კონკურსის მონაწილე სხვადასხვა რეგიონების სკოლების მოსწავლეთათვის.

www.learnenglishkids.britishcouncil.org www.circus-stars.org.uk www.17school.ge

 



ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲔᲑᲘ

სარაგოსას ლოჯისტიკის ცენტრის სტიპენდია

მოწვევა ინტერესის გამოსახატად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებელთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ინტერდისციპლინური და ინოვაციური სწავლების ხელშეწყობისთვის საკონსულტაციო მომსახურება

მოწვევა ფასთა კოტირებების წარმოსადგენად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო რესურსების (საჯარო სკოლებისთვის საკანცელარიო საქონლის) შესყიდვა.

ყველა კონკურსი