ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდების წახალისების” პროგრამის „სასკოლო ინიციატივების წახალისების ქვეპროგრამის“ ფარგლებში პროექტების მიღების II ეტაპი დაიწყო

მოსწავლეთა სრულფასოვანი განათლებისთვის მნიშვნელოვნია ფორმალური განათლების პარალელურად არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაფართოება. მათ შორის ისეთი კლასგარეშე აქტივობების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ „განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდების წახალისების” პროგრამის „სასკოლო ინიციატივების წახალისების ქვეპროგრამის“ ფარგლებში პროექტების მიღების მეორე ეტაპი დაიწყო. პროექტების წარმოდგენა შესაძლებელია 2014 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. პროექტების წარმოდგენის უფლება აქვთ:

  • საგანმანათლებლო დაწესებულებებს;
  • არასამთავრობო ორგანიზაციებს;
  • საინიციატივო ჯგუფებს;
  • კერძო ორგანიზაციებს თუ მათი თანადაფინანსების წილი შეადგენს პროექტის ბიუჯეტის 50%-ს და მეტს.

პროექტების წარმოდგენისა და დაფინანსების პირობები იხილეთ დანართში.

სასკოლო ინიციატივების განაცხადი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲔᲑᲘ

სარაგოსას ლოჯისტიკის ცენტრის სტიპენდია

მოწვევა ინტერესის გამოსახატად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებელთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ინტერდისციპლინური და ინოვაციური სწავლების ხელშეწყობისთვის საკონსულტაციო მომსახურება

მოწვევა ფასთა კოტირებების წარმოსადგენად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო რესურსების (საჯარო სკოლებისთვის საკანცელარიო საქონლის) შესყიდვა.

ყველა კონკურსი